ტყიბულში დაშავებულთაგან ოთხი დამწვრობის ცენტრში რჩება

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული ოთხი პაციენტი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულთაგან ორი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, რადგან მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

„ერთ-ერთს სხეულის 50 პროცენტი, ხოლო მეორეს 25-პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნება. რაც შეეხება კიდევ დანარჩენ ორ პაციენტს, ისინი შედარებით მსუბუქი დამწვრობებით დამწვრობის ცენტრის სხვადასხვა განყოფილებაში გადიან მკურნალობას“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, უცნობია, როდის დატოვებენ საავადმყოფოს ტყიბულში დაშავებულები.

banner
წინა სტატიაშითამარ ხულორდავა : იტალიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა
შემდეგი სტატიაშრომითი უსაფრთხოების კანონის გამკაცრება – კობახიძის შემდეგ კვირიკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც აკრიტიკებს