ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ტყიბულში ურთერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

თვითმხილველთა თქმით, ახალგაზრდები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების თქმით, ორივე ახალგაზრდა ერთ უბანში ცხოვრობს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო გარდაცვლილის ცხედარს ქუთაისში, ექსპერტიზა უტარდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა ამაყად ვდგავართ ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გვერდით
შემდეგი სტატიასაქართველოში ახალგაზრდების დასაქმების პროგრამა ამოქმედდა