ტყიბულსა და თერჯოლაში „ევროპული საქართველოს“ 17 წევრი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა

ტყიბულსა და თერჯოლაში „ევროპული საქართველო“ 17 -მა წევრმა დატოვა.

„ქართულლ ოცნებას“ ტყიბულიდან ცხრა, თერჯოლიდან კი, რვა ადამიანი შეუერთდა.

მათი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ორი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება გახდა.

ოპოზიციური პარტიების უკვე ყოფილი წევრების თქმით, მიუღებელია „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი და ძალადობრივი რეჟიმი, გადაწყვეტილება კი ქვეყნის უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღეს.

ისინი ყოფილ თანაგუნდელებსა და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ „ქართულ ოცნებას“ და მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე განმარტავს, რისი თქმა სურდა მიხეილ სააკაშვილს
შემდეგი სტატიაბათუმის საარჩევნო უბნებიდან საოლქო კომისიის მიერ დანიშნული 19 წევრი წავიდა