ტყიბულის შახტიდან ცხედრების ამოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტიდან, ექვსი დაღუპულის ამოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან მეშახტეები, გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში უკვე გაემართა სამთო მაშველების 14-კაციანი ჯგუფი.
ადგილზე იმყოფება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშივლიც. ის დაღუპულების ოჯახს უსამძიმრებს და გეგმავს ადგილზე მოინახულოს ერთ ერთი დაშავებული, რომელიც ტყიბულის საავადმყოფოშია გადაყვანილი -“ჩვენ დაველოდებით გამოძიების დასრულებას და გვექნება შესაბამისი რეაგირება“ აცხადებს ქუმსიშვილი.

banner
წინა სტატიაშიფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება-გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაბათუმის პორტში მოშიმშილეებიდან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს