ტყიბულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 

1da144b52d982752b9de289ca676f4d4

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაავალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 574 016,37 ლარია.
ქალაქ ტყიბულის მოსახლეობას, წყალმომარაგების სისტემის გაუმართავობის გამო, წყალი შეფერხებებით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქსელის 18 კმ-იან მონაკვეთს, აშენდება 2 ახალი რეზერვუარი და წყლის გამწმენდი ნაგებობა.
ამ ეტაპზე დასასრულს უახლოვდება მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც დაიწყება მოსახლეობის ეტაპობრივი ჩართვა და ქსელი საბოლოო ექსპლუატაციაში სამუშაოების დასრულებისთანავე შევა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი 2015 წლის ივნისში დაიწყო და მისი დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტი ექსპლუატაციაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციას – „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ გადაეცემა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიაშუალედური ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებული საქმის გამოძიების შესახებ