ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა შეწყდა

ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა შეწყდა. ისინი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.

ტყიბულში მოლაპარაკება, რომელიც 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა, დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს.

„ტყიბულში გაფიცულებს, პროფკავშირის, საწარმოს და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. საწარმომ გაფიცულებს დაუყოვნებლივ 7%-ით სახელფასო ზრდა შესთავაზა. აპრილის დასაწყიში კი დამატებით 3%- ხელფასების გაზრდა. ასევე, საწარმო თანახმაა, გაცდენილი დღეების ნაწილი აანაზღაუროს, ნაწილს საშვებულებო დღედ გააფორმებს. აგრეთვე, გადაიხედება შრომის პირობები“, – აცხადებენ EMC-ში.

შეთანხმების პროცესს მხოლოდ საგაფიცვო კომიტეტი და გაფიცულების მცირე ნაწილი ესწრებოდა.

მოლაპარაკება საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენლებს, პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილის, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიას, ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას, პარლამენტარ ელისო ჩაფიძესა და საწარმოს შორის მიმდინარეობდა.

შეხვედრამდე პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განცხადა, რომ სასამართლოში დავა დაიწყება “ჯი-აი-ჯი საქნახშირსა” და მუშებს შორის 2011 წელს დადებულ ხელშეკრულებაზე. ასევე, მისი განცხადებით, პარლამენტს მიმართავს კანონპროექტით, რომ მეშახტეების საპენსიო ასაკი 55 წლამდე დაიწიოს.

ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, მეშახტეების გაფიცვა და აქციები ტყიბულში 16 დღეს გაგრძელდა.

წყარო

banner
წინა სტატიაშიბესელია ელისაშვილის მიმოწერა “ქრონიკა+”-ში დღეს გამოქვეყნდება- სკანდალში მესამე პირი გამოიკვეთა
შემდეგი სტატიაანი ნადარეიშვილი განცხადებას ავრცელებს