ტყეში ნაპოვნია ერთ-ერთი სამარხი, სამალავიდან არის ამოღებული იარაღი

სუსის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურსა და პარლამენტის ნდობის ჯგუფს შორის შეხვედრა დასრულდა. ვახტანგ გომელაურმა ნდობის ჯგუფს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გომელაურის განცხადებით, სუსმა ტყეში იარაღების სამარხი იპოვა. მისი თქმით, ამ სამარხიდან იყო ამოღებული ტერორისტების იარაღებიც.

“ნდობის ჯგუფს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ. ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა გამოძებიდან ის საკითხი თუ საიდან შემოვიდნენ (სპეცპოერაციისას ლიკვიდირებულები) საქართველოში, როგორ მოხვდნენ. ასევე როგორ მოიძიეს იარაღი – სად შეიძინეს, რას გეგმავდნენ, მომავალში რა სურდათ ამ ადამიანებს. გამოძიებიდან გამომდინარე ყველაფერზე ღიად ვერ ვილაპარაკებ, თუმცა ნდობის ჯგუფს ჩვენს ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაცია გავაცანით.

ტყეში ნაპოვნია ერთ-ერთი სამარხი, სამალავიდან არის ამოღებული იარაღი. ექსპერტიზას ველოდებით, რომლითაც დადგინდა, რომ ადგილზე ზუსტად ის მიწა და ის შემადგენობაა, რაც აღმოვაჩინეთ ტერორისტების იარაღებზე. დაჟანგებული იარაღბია და ადვილად დადგინდება ექსპერტიზით”, განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სუსის ხელმძღვანელის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ის ვერ დააკონკრეტებს თუ საიდან შეძლებს ტერორიზმში ეჭვმიტანილებმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა, თუმცა დასძენს, რომ სუსის ვერსიით ეს არის “ე.წ. მწვანე საზღვარი”.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

banner
წინა სტატიაშითურქეთი თხილის ექსპორტში რეკორდს ხსნის
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: სუსი და დაზვერვა არ უნდა გაერთიანდეს