ტყეშელაშვილის თანახმად, რუსული კანონის მიხედვით რეგისტრაციისთვის რეესტრს ორგანიზაციების 1%-ზე ნაკლებმა მიმართა

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა განახლდა. დღეს სასამართლო იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს უსმენს – პროცესზე იმყოფებიან მინისტრის მოადგილეები – თამარ ტყეშელაშვილი და ბექა ძამაშვილი, ასევე საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი და კიდევ ერთი სპეციალისტი სამინისტროდან.

ტყეშელაშვილმა სხდომის დაწყებამდე მედიასთან თქვა, რომ სამინისტრო ორშაბათიდან მონიტორინგს იწყებს და არა ორგანიზაციების დაჯარიმებას. სწორედ 2 აგვისტომდე აქვთ ორგანიზაციებს ნებაყოფლობით რეგისტრაციისთვის ვადა.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ამ დროისთვის საჯარო რეესტრს რუსული კანონის მიხედვით რეგისტრაციისთვის 233-მა ორგანიზაციამ მიმართა. ტყეშელაშვილს ჰკითხეს, რა არის ჯამში ქვეყანაში ორგანიზაციების რაოდენობა:

“გასახშირია, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სახელმწიფო ააიპ-ები, ფედერაციები, ეს კიდევ ცალკე დასათვლელია… ე.წ. თაროზე შემოდებული, დაახლოებით 30 ათასამდე”.

სამინისტროს წარმომადგენლების პოზიციაა, რომ ამ კანონით ქვეყნის განვითარებას არანაირი საფრთხე არ დაემუქრებათ, მაგალითად, მინისტრის პირველმა მოადგილემ მიანიშნა, რომ მსგავსი განცხადებები კეთდებოდა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, თუმცა საერთაშორისო სასამართლოში გადაწყვეტილება სხვაგვარი იყო მიღებული.

კიდევ უფრო მწვავედ დაიწყო მეორე მოადგილის, ბექა ძამაშვილის მოსმენა, მას გამოსვლა ეკა ბესელიამ შეაწყვეტინა, რასაც კამათი მოჰყვა. ბესელია ამბობს, რომ მის უფლებამოსილებას სცილდებოდა საკითხი, რაზეც მომხსენებელი საუბრობდა. პროცესზე პრეზიდენტის წარმომადგენლის პოზიციაა, რომ იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს ეხმარება პოზიციის ჩამოყალიბებაში. სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავამ ბესელიას მოუწოდა თუ არ სურს მოსმენა, დატოვოს დარბაზი.

banner
წინა სტატიაშიგაეცანით თიბისის შეთავაზებებს აგრო მეწარმეებისთვის
შემდეგი სტატიავაშაძე – 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოდან ადამიანები თურქეთში სამუშაოდ აღარ გადავლენ, რადგან საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება