(video)ტყემალაძე, თოფაძე და ბერძენიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ- დეპუტატები მანდატურებმა გააშველეს

მორიგი დაპირისპირება პარლამენტში. ამჯერად ერთმანეთს “ქართული ოცნების” წევრები დეპუტატები ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე და დავით ბერძენიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
მმართველი გუნდის წევრები მანდატურებმა გააშველეს. დაპირისპირება დავით ბერძენიშვილის მიერ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით ბერძენიშვილი გოგი თოფაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თინა ხიდაშელზე მისი განცხადებები ანტიკოალიციური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისახელისუფლებოა.

“ ამ თემაზე პოლიტსაბჭოზეც ვისაუბრე, მაგრამ მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ორკესტრირებული კამპანია თავდაცვის მინისტრის სამიზნედ შერჩეული ყველაზე მნიშვნელოვანიამ ევროატლანტიკურ ასპარეზსზე ცვენი ხელისუფლების თანამდებობის პირის წინააღმდეგ, გოგი თოფაძის, პარლამენტში თუ განსაკუთრებით პარლამენტს გარეთ, მისი მხარდამჭერების, თუ შემკვეთების არის ანტიკოალიციური, ანტისახელისუფლებო, ანტიქართული კამპანია. მე მოველი, მრეწველთა ფრაქციის იმ წევრებისგან, რომლებიც ქართული ოცნების წევრები არიან, პასუხს იმაზე, რამდენად შესაძლებლად მიაჩნიათ, ასეთ ფრაქციაში, ამ თავმჯდომარის პირობებში საქმიანობის გაგრძელება. მე მოველი მრეწველთა პარტიის ხელმძღვანელისგან, ზურაბ ტყემალაძისაგან რომლისგანაც არაერთხელ მოგვისმენია ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისს დამადასტურებელი პოზიციები, მოველი ამჟამად რას ფიქრობს მისი ფრაქციის თავმჯდომარის ამგვარ განცხადებებზე. არაფერ შუაშია აქ საგარეჯოს არჩევნები.”

ბერძენიშვილის თქმით, მას გაუკვირდა, რომ გია ვოლსკი სიტყვით გამოსვლისას ამ თემას არ შეეხო.

https://youtu.be/oRFhpZf3wbE

banner
წინა სტატიაშითურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარება გვსურს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: თურქეთს განვიხილავთ როგორც უახლოეს მეგობარს