ტირანია და ავტოკრატია მიხეილ სააკაშვილის დროს იყო – თალაკვაძის პასუხი დეგნანს

ვიცე-სპიკერი თალაკვაძე აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც დიპლომატი ტირანიის საფრთხეებზე საუბრობს. თალაკვაძე დეგნანსაც წინა ხელისუფლებას ახსენებს:

“თუკი ამ ქვეყანაში ტირანია და ავტოკრატიული მმართველობა არსებობდა, ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს იყო – ერთპარტიული მმართველობის და ძალაუფლების მაგალითი უახლოეს ისტორიაში სწორედ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა” – ამბობს თალაკვაძე

მისი მტკიცებით, “ოცნების” ხელისუფლებამ “ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა” და დღეს პარლამენტი არის მრავალპარტიული, ახალ ოპოზიციურ პარტიებს კი აქვთ სახელმწიფო დაფინანსება და სრული წვდომა მედიაზე.

banner
წინა სტატიაში“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: მეც მაქვს მაქვს საკონსტიტუციო სამართალში გამოცდილება