ტიმოშენკოს რადაში “ნაფტალინიანი მოსკოვის გუგული” უწოდეს

რადიკალური პარტიის ხელმძღვანელმა, უმაღლესი რადას დეპუტატმა ოლეგ ლიაშკომ საპარლამენტო ფრაქცია “ბატკივშინას” ლიდერი, იულია ტიმოშენკო დებატებში გამოიძახა და მას “მოსკოვის გუგული” უწოდა – შესაბამისი ჩანაწერი დეპუტატმა დღეს “ფეისბუქის” საკუთარ გევრდზე გამოაქვეყნა.
“მზად ვარ ამ ნაფტალინიან მოსკოვის გუგულთან დებატები გავმართო ნებისმიერ ეთერში” – დაწერა ლაიშკომ და დაამატა, რომ ტიმოშენკო, მიმდინარე კვირას არც ერთხელ არ გამოსულა რადაში დებატებზე – “დუმს, თევზივით წყლით აქვს პირი სავსე” – დაწერა დეპუტატმა.
ერთი დღით ადრე ლიაშკომ ტიმოშენკოსთვის “ანტიუკრაინული მოღვაწეობის გამო” მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს იულია ტიმოშენკოს მოწოდებით კიევში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში, უკრანული მედიის ცნობით, ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
ტიმოშენკო ახალი, მესამე მაიდანით იმუქრება.

banner
წინა სტატიაში“წინასაარჩევნოდ გამოირჩეოდით აგრესიით და სიძულვილით, ასევე აპირებთ?” -ტუღუშმა კობახიძეს მიმართა
შემდეგი სტატიაამერიკელმა პოლიციელმა ქალი სცემა