ტიმოშენკოს პარტია კოალიციიდან გავიდა

23უკრაინული პარტია “ბატკივშინას” საპარლამენტო ფრაქცია, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო ხელმძღვანელობს, იაცენიუკის პოსტზე დარჩენის პროტესტის ნიშნად, მმართველი კოალიციიდან გავიდა.
ტიმოშენკომ გადაწყვეტილეაბას “ერთადერთი შესაძლო” უწოდა და სხვა საპარლამენტო ფრაქციებს მოუწოდა იგივე გააკეთონ.
გადაწყვეტილების კომენტირებისას ტიმოშენკომ განაცხადა, რომ სამშაბათს მთავრობის გადადგომის შესახებ ჩატარებულმა კენჭისყრამ აჩვენა, რომ ფაქტობრივად, არანაირი კოალიცია არ არსებობს.
გუშინ, უკრაინის უმაღლესმა რადამ, არსენ იაცენიუკის მთავრობის გადადგომას კენჭი უყარა. მან არა საკმარისი ხმათა რაოდენობა მოაგროვა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე – გოგი ჩემი მეგობარია, დავით ბერძენიშვილის განცხადება, არასწორი გამონათქვამია
შემდეგი სტატიარუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა თურქეთის მოქმედებებზე გავლება იქონიოს