ტიმოშენკომ იაცენიუკის გადაყენებასთან დაკავშირებით კენჭისყრას “ცირკი” უწოდა

კოალიციური ფრაქცია პრემიერის პოსტზე ტიმოშენკოს დაასახელებსფრაქცია “ბატკივშინას” ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაყენებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაზე დებუტატები შეთქმულებაში დაადანაშაულა, თვითონ პროცედურას კი “ცირკი” უწოდა.
“როცა მთავრობის გადაყენების შესახენ კენჭისყრა გაიმართა, ცხადი გახდა ის, რაც კულისებს მიღმა ხდებოდა… ეს კენჭისყრა შოუა, ცირკი, ეს საპარლამენტო სანახაობა იყო” – განაცხადა ტიმოშენკომ.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის შემდეგ, რომლის თანახმადაც, მთავრობა ისევ დარჩა თანამდებობაზე, იულია ტიმოშენკოს ფრაქციამ მმართველი კოალიციის რიგები პროტესტის ნიშნად დატოვა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ყველა მეუბნება, რომ 1990-იანი წლების მერე ასეთი გაჭირვებული საზოგადოება არ ახსოვთ
შემდეგი სტატია“მოგიწოდებთ, დაინტერესდეთ მამუკა ახვლედიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით”- მოსამართლემ გვენეტაძეს მიმართა