“ბატკივშინას” ლიდერი იულია ტიმოშენკო ოდესის გუბერნატორის აზრს, უკრაინის პოლიტიკური ელიტის შეცვლის შესახებ, მხარს უჭერს – ამის შესახებ მან “112”-ის ეთერში განაცხადა.
“შემიძლია ვთქვა, რომ მხარს ვუჭერ იმას, რაც სააკაშვილმა განაცხადა. და აქ ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ პარლამენტის გადახალისების გარეშე ახალი, ეფექტური, პროფესიონალური და სამართლიანი უკრაინული ხელისუფლების შექმნა რთული იქნება. სააკაშვილმა სიტუაცია აბსოლუტურად ადეკვატურად შეაფასა” – განაცხადა ტიმოშენკომ.
მისივე აზრით, ოდესის გუბერნატორს, როგორც უკრაინის პრეზიდენტის გუნდის წევრს, შეუძლია პეტრე პოროშენკო დაარწმუნოს იმაში, რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.