რეიტინგით ტიმოშენკო პოროშენკოს უსწრებს

ტიმოშენკო პოროშენკოს უსწრებს რეიტინგით

უახლოეს მომავალში უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები რომ ჩატარდეს, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს მოუგებდა – ასეთი შედეგები გამოაქვეყნა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა.
ტიმოშენკოს პარტია “ბატკივშინა” პარლამენტში ლიდერ პოზიციებზეა. გასულ, თებერვლის გამოკითხვებში პოროშენკო უსწრებდა ტიმოშენკოს.
ახლა რესპოდენტების 78% თვლის, რომ ქვეყნის მთავრობა “არასწორი მიმართულებით” მიდის.
გამოკითხულთა ნახევარი კი თვლის, რომ უკრაინაში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას.
გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ უკრაინელებს პრეზიდენტად ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ნახვა სურთ.
გამოკითხვა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 23 თებერვლიდან 8 მარტამდე მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიობამამ პუტინს სავჩენკოს განთავისუფლებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიათავისუფალი საქართველო” აქციის მონაწილის სახით უერთდება შაბათს დაგეგმილ აქციას ფარული თვალთვალის წინააღმდეგ