ტიმოშენკო დონბასში საომარი მდგომარეობის შემოღებას ითხოვს

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია “ბატკივშინას” ლიდერი, იულია ტიმოშენკო დონბასში საომარი მდგომარეობის შემოღებას მოითხოვს – უკრაინული მედია ავრცელებს. “აუცილებელია შემოვიღოთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, აუცილებელია დონბასის და ლუგანსკის მხარეებში საომარი მდგომარეობის შემოღება. უნდა აიკრძალოს ოკუპირებული ტერიტორიებით ვაჭრობა” – განაცხადა დეპუტატმა რადას სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ დონბასში მას შემდეგ გართულდა სიტუაცია, რაც უკრაინის არმიამ იანვრის ბოლოს შეტევა დააანონსა. ბრძოლები, რომელიც ავდეევკოსთან მიმდინარეობს, 2015 წლის შემდეგ, ყველაზე ძლიერია.

banner
წინა სტატიაშიროგორ გავიგოთ გვითვალთვალებენ თუ არა ტელეფონით
შემდეგი სტატიაირანმა ნავთობის დიდი მარაგის აღმოჩენის შესახებ განაცხადა