15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

times of Israel: ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებულ პალესტინელებს სიკვდილით დასჯიან

გამოცემა times of Israel-ი წერს, რომ ისრაელის სახელმწიფოს უმაღლესმა ერთპალატიანმა საკანონმდებლო ორგანომ, მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებულ პალესტინელებს სიკვდილით დასჯიან.

კანონს, რომელიც თითქმის 12-საათიანი დებატების შემდეგ იქნა მიღებული, მხარი 62-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 48 წინააღმდეგი იყო.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სიკვდილით დასჯა სავალდებულო იქნება დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელებისთვის, რომლებიც „ტერორისტულ აქტებში“ დამნაშავედ იქნებიან ცნობილი, ხოლო სავალდებულო სასჯელი ჩამოხრჩობა იქნება.

„ეს სამართლიანი დღეა მსხვერპლთათვის და შეკავების დღე ჩვენი მტრებისთვის. ახლა ნათელი გადაწყვეტილებაა: ვინც ტერორიზმს ირჩევს, სიკვდილს ირჩევს“, – განაცხადა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, ბენ გვირმა.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის როლს კავკასიაში
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი: პაატა მანჯგალაძის საქმის მსგავსად, შესაძლოა სხვების საქმეშიც აღმოჩნდეს, რომ წარდგენილ ბრალთან შედარებით მტკიცებულებები საკმარისი არ არის