TIMES-ი : „პუტინი აშშ-ს ატომური ომით ემუქრებოდა“

TIMES-ი : „პუტინი აშშ-ს ატომური ომით ემუქრებოდა“

„პუტინი: თუკი ყირიმის წართმევას შეეცდებით ატომური ომი დაიწყება“ – ასეთია TIMES-ის ერთ-ერთი სარედაქციო სტატიის სათაური, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიაში, ქალაქ ტორგაუში მარტის შუა რიცხვებში აშშ-ს და რუსეთის ყოფილი დაზვერვის სამსახურების მაღალჩინოსნები შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრის მსვლელობისას, როგორც გამომცემლობა წერს, რუსეთის დელეგაციამ დასავლეთის მიმართ მუქარები გამოთქვა.
„ცხადია, ეს არ იყო ჯაშუშობაში გაწვრთნილი ვეტერანების მიერ ჰაერში ნათქვამი სიტყვები. მათ შორის ყველაზე მცირე, ერთი გენერალი მაინც იყო ყირიმის ამბებში პასუხისმგებელი პირი, ორი ოფიცერი კი რუსეთის ატომურ სტრატეგიის შემმუშავებელი“ – ნათქვამია სტატიაში. გაზეთის ვარაუდოთ, რუსეთის დელეგაციის წევრები შეხვედრამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ იყვნენ დამოძღვრილები.
აი ის სამი ძირითადი მომენტი, რომელზეც TIMES-ის ცნობით, გენერლებმა ყურადღება გაამახვილეს:
– ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება შეფასდება როგორც სამხედრო აგრესია, რომლის საპასუხოდაც რუსეთი მზად იქნება აშშ-ს მიმართ ატომური იარაღი გამოიყენოს.
– რუსეთი ნატოს ძალების საკუთარ საზღვარზე განთავსებას ვერ შეეგუება – საუბარია ესტონეთზე, ლატვიასა და ლიტვაზე.
– ნატოს ნებისმიერი მცდელობა, უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს რუსეთის მხრიდან „ძალისმიერი პასუხის“ პროვოცირებას გამოიწვევს.
TIMES-ის თქმით, „დასავლელი სპეცრაზმები ელოდებიან იმას, რომ კრემლი „დესტაბილიზაციის აქციებს“ დაიწყებს ბალტიის ქვეყნებში, რაც ნატოს კოლექტიური თავდაცვის სისტემას დარტყმის ქვეშ დააყენებს.“
„ეს აქციები შესაძლებელია ეთნიკური რუსების მიერ სამოქალაქო არეულობებში გამოიხატოს. ასევე – კიბერშეტევაში, რომელშიც მოსკოვის პირდაპირ დადანაშაულება შეუძლებელი იქნება“ – წერს გაზეთი და ამატებს, რომ „მოსკოვს ასე ღიად და სახალხოდ არასდროს უთქვამს საფრთხეების შესახებ“.
„ ამ შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა ერთი რამ, რომ რუსეთი არ ანსხვავებს უკრაინას და ბალტიის ქვეყნებს, იმის მიუხედევად, რომ ისინი ნატოს წევრები არიან. „იარაღის ასეთი ჟღარუნი განგაშის ნიშანია. ვლადიმირ პუტინის მიზანი ნატოში განხეთქილების ჩვენება და ალიანსის ავტორიტეტის შერყევაა“ – ნათქვამია სტატიაში. ავტორი თვლის, რომ ამ სიტუაციაში დასავლეთმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს და „მოსკოვს აჩვენოს, რომ ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით თავშეკავების პოლიტიკას. უნდა გავიგოთ, სად შეიძლება პუტინმა მომავალი დარტყმა განახორციელოს და ამის მიხედვით დავგეგმოთ მომავალი მოქმედებები… ამასთანავე დასავლეთმა რუსეთის ლიდერზე გააზრებული ზეწოლა უნდა განახორციელოს და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს ის უფრო მკაცრით“ – წერს TIMES.

banner
წინა სტატიაშიოხოტის ზღვაში კატასტროფის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიალონდონის ცენტრში ორი დღეა ცეცხლია