ტილერსონი: ტრამპი ჩინეთში ვიზიტს მოუთმენლად ელოდება

პრეზდენტი დონალდ ტრამპი მოუთმენლად ელოდება ჩინეთში ვიზიტს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო განმტკიცდეს – აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რეკს ტილერსონმა ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა. ამასთანავე, ცნობილია, რომ ჩინეთის ლიდერი პირველი ჩავა ვაშინგტონში. ვიზიტი აპრილშია დაგეგმილი. ცი ცზინპინმა და ტილერსონმა ერთმანეთს თბილი სურვილები გაუზიარეს, ამასთანავე, კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დონალდ ტრამპი ჩინეთს მუდმივად აკრიტიკებდა.

banner
წინა სტატიაშიდაღესტანში დილიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგურიიდან მუხის გადასატანად ივანიშვილმა შესაძლოა, საჰაერო ტრანსპორტი გამოიყენოს