ტილერსონი: ასადის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება

 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რეკს ტილერსონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პირველ შეხვედრაზე სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მომავალი განიხილეს. ტილერსონის თქმით, აშშ-ის აზრით, ასადის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. „ჩვენ ასადის მომავალზე ვისაუბრეთ – პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა თუარ მონაწილეობა. ჩვენი პოზიციაა, რომ ასადის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება და ამაში თვითო არის დამნაშავე თავისი მოქმედებით – ომით, რომელიც წლებია გრძელდება,” – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აქცენტს კონკრეტულ პიროვნებაზე არ აკეთებენ. მისივე თქმით, სირიელები უნდა დასხდნენ, მოილაპარაკონ და სირიის ბედიც თვითონ განსაზღვრონ. „დარტყმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ სირიაში, დასაბუთებული იყო და ამასთან, სირიის არმიის წინააღმდეგ იყო მიმართული” – განაცხადა ტილერსონმა და დაამატა, რომ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიაში მომხდარ ქიმიურ შეტევაში რუსეთიც ურევია, „რაშიც ჩვენ დარწმუნებულები ვართ, არის ის, რომ ეს დარტყმა განახორციელა, დაგეგმა და რეალიზება გაუკეთა ასადის ძალებმა” -აღნიშნა ტილერსონმა, რაზეც ლავროვმა უპასუხა, რომ აშში-ს განცხადებების მტკიცებულებები არ არსებობს.

banner
წინა სტატიაში„თაიმერს“ გალში მოკლული ცოლ-ქმრის ფოტო მიაწოდეს
შემდეგი სტატიატილერსონი და ლავროვი პუტინს შეხვდნენ