29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

TikTok -ზე გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც წარსულში ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებული ბებია შვილიშვილს კვლავ ეჩხუბება, შსს-მ გამოძიება დაიწყო

TikTok -ზე გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც წარსულში ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებული ბებია შვილიშვილს კვლავ ეჩხუბება, ბავშვი კი ტირის, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც ambebi. ge-ის შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი 2025 წლის 1 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2 სექტემბერს კი ქუთაისის სასამართლომ ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უცნობია, როდის მოხდა დაკავებულის გათავისუფლება.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ნოვოროსიისკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Грушовая იწვის
შემდეგი სტატიაკობახიძე: ვიღაცას დასჭირდა საქართველოს დაშანტაჟება და ჩათვალეს, რომ ევროინტეგრაციის საკითხი გამოყენებული იქნებოდა