Tiktok-ზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე ქვეყნებად აღარ არის გამოყოფილი

სოციალურ პლატფორმა Tik-Tok-ზე არსებული ხარვეზი აღმოფხვრილია, ვებ გევრდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით უწყება აქტიური მიშაობა ჩაატარა ჩინურ მხარესთან როგორც თბილისში ასევე პეკინში “საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატმა, ისევე როგორც ჩვენმა საელჩომ ჩინეთში, ინფორმაციის გავრცელების თანავე დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე. შეხვედრები გაიმართა თბილისსა და პეკინში, მათ შორის ჩვენი ელჩი ჩინეთში შეხვდა კომპანიის ხელმძღვანელობას რა დროსაც მათ ბოდიში მოიხადეს აღნიშნული ხარვეზის გამო და დაგვპირდნენ მის მალევე გამოსწორებას. ზოგადად საგარეო უწყება ყოველთვის რეაგირებს საქარათველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სამინისტროს და საელჩოების ძალისხმევით გამოსწორებულა ამა თუ იმ სუბიექტისა და ორგანზიაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მომართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჩავები საქმიანობის უმთავრესი ნაწილია” – აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ღამის კლუბების მიმართულებითაც ვაპირებთ დახმარების პაკეტის შეთავაზებას
შემდეგი სტატია„ორივე მხარეა დამნაშავე, ყოველთვის ორივემ უნდა მონახოს თავისი ბრალეულობა“ – მეუფე შიო აფხაზეთის ტრაგედიაზე