Reuters-ის ინფორმაციით, TikTok-ი ფინეთში 1 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს, რათა ერთ წელზე ნაკლებ დროში მეორე მონაცემთა ცენტრი ააშენოს.
კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი ევროპელი მომხმარებლების მონაცემების კონტინენტზე გადატანას უკავშირდება.
ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როცა TikTok-ის ჩინურმა მფლობელმა კომპანია ByteDance-მა მონაცემთა დაცვის გამო აშშ-ის აკრძალვა თავიდან აიცილა. ამავდროულად, ევროპის ქვეყნები სოციალური მედიის კომპანიებზე ზეწოლას ზრდიან, რათა ბავშვები მათ დამოკიდებულების გამომწვევ ალგორითმებისგან დაიცვან.
TikTok-მა განაცხადა, რომ 1 მილიარდი ევროს ინვესტიციას მონაცემთა ახალ ცენტრში დებს, რომლის საწყისი სიმძლავრე 50 მეგავატი, ხოლო ჯამური პოტენციური სიმძლავრე 128 მგვტ იქნება და ის სამხრეთ ფინეთში, ქალაქ ლაჰტიში განთავსდება.
კომპანიამ Reuters-ს განუცხადა, რომ ეს ინვესტიცია ნაწილია მისი 12 მილიარდი ევროს ღირებულების ევროპული მონაცემთა სუვერენიტეტის ინიციატივისა, რომელიც “200 მილიონზე მეტი ევროპელი მომხმარებლის მონაცემების დაცვას უზრუნველყოფს”.















