ტიხონოვსკაიამ პროტასევიჩის შინაპატიმრობაში გადაყვანაზე კომენტარი გააკეთა

ბელორუსმა ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხონოვსკაიამ, ჟურნალისტ რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობარი გოგოს სოფია საპეგას შინაპატიმრობაში გადაყვანის ფაქტზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის და მისი თანამოაზრეები არ დაუშვებენ “ადამიანის ბედით ვაჭრობას”. “ის, რომ რომანი და სოფია შინაპატიმრობაში არიან გადაყვანილები და ციხეში არ არიან – ეს კარგი ამბავია. მაგრამ შინაპატიმრობა – ეს თავისუფლება არ არის და მათ ჯერაც ბრალი ედებათ, მათ ყოველ ნაბიჯს ზედამხედველები აკვირდებიან, ეს კი ნიშნავს, რომ ჯერაც მძევლად არიან” – 25 ივნისს საკუთარ “ტელეგრამ-არხზე” დაწერა.

“ჩვენ რომას მშიბლებთან კავშირზე ვართ – მათ შვილის შესახებ არაფერს ატყობინებენ, უფლებას არ აძლევენ მას დაეკონტაქტონ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ რეჟიმს რაღაც თამაში აქვს ჩაფიქრებული და რომას და სოფიას სიცოცხლეს იყენებენ ამისთვის” – ტიხონოვსკაიამ თქვა – “დოიცე ველე” წერს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგო სოფია საპეგა, რომლებიც ბელორუსში 23 მაისს თვითმფრინავის იძულებითი დაშვებისას დააპატიმრეს, ყველასთვის მოულოდნელად იზოლატორიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. პროტასევიჩისა და საპეგას მშობლების განცხადებით ისინი მინსკში სხვადასხვა ბინაში ცხოვრობენ. “ჩვენ შოკში ვართ” – საპეგას მამინაცვალმა თქვა. პროტასევიჩის მამამ თქვა, რომ მისთვის რთულია კომენტარის გაკეთება: “რთულია მთავრობის მოქმედებაზე კომენტარის გაკეთება, რა მიზნები აქვთ მათ. შესაძლებელია, ის რაღაც პოლიტიკურ თამაშშია ჩათრეული… რა იქნება მომავალში არ ვიცით” – თქვა დმიტრი პროტასევიჩმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გურიაში 13 პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“რამდენი ბანკი უნდა გაეძარცვა ესებუას, 129 მილიონი ლარი რომ მოეპარა”