ტიხანოვსკაია – ბელარუსი და ქართველი ხალხის მომავალი ევროპაშია და არა რუსეთში

ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ როგორც საქართველოს, ისე ბელარუსის ადგილი ევროპაშია. “მე და ბელარუსი ხალხი თქვენ გვერდით ვართ” – ამბობს ტიხანოვსკაია და აღნიშნავს, რომ “ოცნების” მიერ მიღებული რუსული კანონი ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.

“რა თქმა უნდა, საქართველოც და ბელარუსიც იმსახურებს, რომ იყვნენ დამოუკიდებელი, ევროპელი ერები. ჩვენი ერების მომავალი ევროპაშია და არა – რუსეთთან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნები, ორი ერი – ბელარუსი და ქართველი ხალხი – ცხოვრობდა იმპერიის ჩრდილში, რუსეთის იმპერიის ჩრდილში და ეს საკმარისია. ორივე ერი იმსახურებს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ევროპულ მომავალს.

ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რაც მოხდა ბელარუსში, სადაც დღეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ლიკვიდირებულია, განადგურებულია თავისუფალი მედია, პოლიტიკური სივრცე ცარიელია… იმედი მაქვს, რომ ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი ერთად იპოვის გამოსავალს ევროპული მომავლისთვის”, – ამბობს ის “ამერიკის ხმასთან”.

banner
წინა სტატიაშისახ.დეპი ანაკლიაზე – ჩინეთის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა
შემდეგი სტატიალავროვი – რუსეთი უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ბირთვულ სფეროში სიგნალად განიხილავს