ტიხანოვსკაია ბელარუს ხალხს მიმართავს

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელორუსი ხალხისთვის კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ოპოზიციონერმა ლიდერმა ისაუბრა რთულ პერიოდზე, რომლის გადატანაც ახლა ბელარუსს უწევს. მწუხარება გამოთქვა დემონსტრანტების დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ ყველა ბელარუსი მხარში უნდა დაუდგეს ახალგაზრდა გმირების ოჯახებს. ტიხანოვსკაიამ ისაუბრა თავის პოლიტიკურ კარიერაზე, აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ლიდერად გახდომა არასოდეს ყოფილა მისი მიზანი, მაგრამ მზადაა, რთულ პერიოდში გახდეს ქვეყნის ნაციონალური ლიდერი და ცვლილებებისკენ გაუძღვეს ბელარუსს.

“თქვენ მომეცით თქვენი ხმები, ამას ძალიან ვაფასებ. ზუსტად ვიცი, რატომ გააკეთეთ ეს. ჩვენ ყველას გვინდა ამ დაუსრულებელი წრიდან ასვლა, რომელშიც 26 წლის წინ აღმოვჩნდით. მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ამ დროს გავხდე ეროვნული ლიდერი, იმისთვის რომ ქვეყანა დაწყნარდეს, შევიდეს ნორმალურ რიტმში, რომ გავათავისუფლოთ ყველა პოლიტპატიმარი და უსწრაფეს ვადებში მოვამზადოთ საკანონმდებლო საფუძველი და პირობები ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის. რეალური სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის, რომლებსაც უკამათოდ მიიღებს მსოფლიო საზოგადოება.”

ტიხანოვსკაიამ აღნიშნა ბელარუსების სამაგალითო გმირობა, სოლიდარობა, პატიოსნება. ბელარუსებმა მსოფლიოს აჩვენეს მშვიდობიანი წინააღმდეგობის იდეის ერთგულება, აჩვენეს, რომ სიმართლე სულის სიმტკიცის, გულწრფელობის, პატიოსნებისა და სიმამაცის მხარესაა და არა ძალისა და იარაღის. ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ ბელარუსი აუცილებლად მიიღებს მხარდაჭერას მსოფლიო საზოგადოებისგან და დაეხმარება ამ რთული პერიოდის გავლაში.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ისაუბრა იმაზე, რომ აუცილებელია არ დაიკარგოს ის ენერგია, დადებითი ცვლილებები და გადაწყვეტილების სიმტკიცე, რომელიც ახლა შეიქმნა და რომლითაც ბელარუსებს შეუძლიათ ქვეყანა შეცვალონ.

“ახლა არ გვაქვს უფლება დავკარგოთ ის ენერგია, ის დადებითი ცვლილებები საზოგადოებაში, ის გადაწყვეტილების სიმტკიცე, რომელიც მოვიპოვეთ და რომლითაც შეგვიძლია ჩვენი ქვეყანა შევცვალოთ. ქვეყნიდან, რომელსაც კორუფცია და ძალადობა მართავს, ვაქციოთ იმ ქვეყნად, სადაც კეთილდღეობა და უსაფრთხო და ბედნიერი ცხოვრებაა”.

ტხანოვსკაიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავარი ბელარუსის თავისუფლებაა. ეს ის მუდმივაა, რომელი არანაირ პირობებში არ შეძლება დაიკარგოს.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მიმართა სამართალდამცავებს. მისი თქმით, თუ ისინი არ შეასრულებდნენ ბრძანებებს და გადავიდოდნენ ხალხის მხარეს, ხალხი მათ აპატიებდა და მხარს დაუჭერდა.

“დღეს, როგორც არასდროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძალა და მოთმინება. ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას მათ, ვინც თავიანთ უფლებებს მშვიდობიანი გზებით იცავს, მათ შორის მშვიდობიანი მიტინგებით და გაფიცვით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს, ვავლენთ სოლიდარობას, არ ვტოვებთ ერთმანეთს გასაჭირში. და მთელი მსოფლიო იმედითა და აღფრთოვანებით გვიყურებს და მზადაა დაგვეხმაროს, როგორც მთლიანად ქვეყანას, ასევე თითოეულ ჩვენგანს. ჩვენი ძალა საკუთარი თავისა და ერთმანეთის რწმენაშია. გახსოვდეთ, მხოლოდ ერთად შევძლებთ ავაშენოთ ქვეყანა ცხოვრებისთვის.” – განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ თავის ვიდეო მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშისპეციალურ პენიტენციურ სამსახური – „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსიდან „ლავასოღლის“ ექსტრადიცია განხორციელდა
შემდეგი სტატიაბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა გამოაცხადა