ტიკარაძის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება – ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ტიკარაძის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება. მათ შორისაა ნინო კობახიძე, ლევან რატიანი და ავთანდილ თალაკვაძე.

ტიკარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა, თუმცა მიზეზები არ განუმარტავს.

ლევან რატიანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორია, ნინო კობახიძე ამჟამად სადაზღვეო ბიზნესშია, იქამდე კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება ავთანდილ თალაკვაძეს, ის არჩილ თალაკვაძის ძმაა, ამჟამად ოზურგეთის მერია, იქამდე კი ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

banner
წინა სტატიაშილომჯარია – 2021 წელს მოქალაქეების დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე კვლავ საუბრობენ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით საქართველოს მოსახლეობამ მკაფიო ნება გამოხატა და მხარი დაუჭირა ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების განხორციელებას