ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირას იმსჯელებენ, რომ პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც მესამე დოზით აიცრება

gulis eleqsiri

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ, რომ პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც ვაქცინის მესამე დოზით აიცრება.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ცვლილება მსოფლიოს პროტოკოლებში უკვე შევიდა.

„მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილება მიღებულია გარკვეულ ჯგუფზე, რომ გაიწეროს პროტოკოლში, ვისაც მესამე დოზა ექნება განსაზღვრული. ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება.

რაც შეეხება მასიურად მესამე დოზების გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრმა უპასუხა კითხვას, როდის დაიწყება 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ამ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„კლინიკურ და ვაქცინაციის საბჭოს ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს დაველოდებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ტიკარაძემ.

წინა სტატიაშიGlobal Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
შემდეგი სტატიატიკარაძე – ეპიდვითარების გაუარესება მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების და რეგულაციების შეუსრულებლობამ განაპირობა