ტიკარაძემ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მატების მიზეზებზე ისაუბრა

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა რა არის ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის მატების მთავარი მიზეზები.

„შეიძლება მრავალი ვერსია არსებობდეს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ანალიზდება ყველა ის მოვლენა, რაც ქვეყანაში ეპიდვითარების მიმართულებით მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი არის ახალი შტამები, რომლებიც ეტაპობრივად სხვადასხვა ქვეყანაში ფიქსირდება და საქართველოც არ არის გამონაკლისი. დაავადების მიმდინარეობაც სხვადასხვა სირთულის არის. ამას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს ლეტალობაზე. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ მნიშვნელოვანია ტესტირება (ვირუსის) დროული აღმოჩენისთვის და დროული მიმართვისთვის ექიმთან და ესეც გარკვეულ რისკს წარმოადგენს, რაც შემდეგ უკვე იწვევს იმ შედეგებს, რაზეც კითხვები ისმის. და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს გაფართოებული ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ტესტები ხელმისაწვდომია როგორც გეოგრაფიულად, ასევე რაოდენობრივად, ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი. მოვუწოდებთ მოქალაქეებს ყველა საეჭვო სიმპტომზე მივიდნენ და გასინჯონ“, – განაცხადა მინისტრმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიტიკარაძე: რეგიონებში, სადაც დიდი აქტივობა შეინიშნებოდა, ბრიგადების დამატება მოხდა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ განამტკიცა დევნილთა უფლება, ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში