ტიკარაძე – ვიმედოვნებ, ვაქცინაციის პროცესში კიდევ მეტი დეპუტატი ჩაერთვება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის პროცესში კიდევ მეტი დეპუტატი ჩაერთვება, რაც გაზრდის ვაქცინაციის მიმართ აქტივობას და ხელს შეუწყობს ნდობის გაზრდას. მან მადლობა გადაუხადა დეპუტატებს, რომ აქტიურად არიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში.

„დარწმუნებული ვარ, დღეს წარმოდგენილ პარლამენტის წევრებს ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტი წევრი დაემატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში შეუფერხებლად განხორციელდეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქვეყნის მომავალზეა ორიენტირებული. ვაქცინაცია ამ პროცესში იქნება თქვენი შეუფერხებელი და უსაფრთხო გარემოს დამცავი, მნიშვნელოვანი კომპონენტი. როგორც ბოლო დღეებში ვაკვირდებით, ამ პროცესში ინტენიურად არიან ჩართულები მინისტრები, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და დაწრმუნებული ვარ, ჩვენი ასეთი ერთიანი ძალისხმევით ყველანი გავზრდით საზოგადოების აქტივობას და მათ ნდობას ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმცემეს, თავი გამიტეხეს – რამაზ ბეღელური რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელს ამზადებს
შემდეგი სტატიაისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს