ტიკარაძე ვაქცინაციაზე: ჩვენ არ გვინდა ძალდატანება

ჩვენ არ გვინდა ძალდატანება, უბრალოდ გვაქვს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ვცდილობთ ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა, რომელიც შეიძლება, არ იცავდეს ვირუსის გადადებისგან, მაგრამ იცავს ლეტალობისგან, – ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ არაერთი პიარკამპანია ჩაატარა ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმებისა და ცნობადი სახეების ჩართულობით. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა არის შემდეგი, ჩვენ არ გვინდა ძალდატანება, უბრალოდ გვაქვს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ვცდილობთ ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა, რომელიც შეიძლება, არ იცავდეს ვირუსის გადადებისგან, მაგრამ იცავს ლეტალობისგან. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების შეგნებისა და სანდოობის დონე ეტაპობრივად ისე გაიზარდოს, რომ ადამიანებმა ვაქცინის მიმართ სანდოობა მოიპოვონ და შესაბამისად, ეს გამყოლობა იყოს ნებაყოფლობითი. აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ეს კამპანია“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, ფაიფურის ტერიტორიაზე ქალის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე ჟურნალისტს: ცენტრის დირექტორობა თქვენ თუ გინდათ, ისწავლეთ, რამდენიც მე ვისწავლე და სიამოვნებით