ტიკარაძე – ვამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს

ვამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრი განმარტავს, ახალგაზრდები კარდაკარის პრინციპით მოქალაქეებს ინფორმაციას მიაწვდიან ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

„დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას ამ პროცესში. გამოიკვეთა, რომ რეგისტრაციასთან მიმართებით მნიშვნელოვანი შეფერხებები არსებობს. ჩვენი მოქალაქეები არ არიან სათანადო უნარ-ჩვევებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილები, პლატფორმაზე რომ დარეგისტრირდნენ. აქედან გამომდინარე, ვამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს. ახალგაზრდები ჩაერთვებიან და ისინი კარდაკარის პრინციპით მოქალაქეების როგორც ინფორმირებას, ასევე ჩვენი მოქალაქეების რეგისტრაციას მოახდენენ“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილ წევრს დავით გარეჯის საქმეზე დღეს სასამართლოში გამოკითხავენ
შემდეგი სტატიატიკარაძე – ინფორმაცია, რომ ტესტების დეფიციტი იყო, არ დადასტურდა და არც დღეს ვადასტურებ