ტიკარაძე – თბილისი, იმერეთი, გურია წითლისკენ მიდის, შეზღუდვებს არ გამოვრიცხავთ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, მსჯელობა უკვე დაწყებულია. მისი თქმით, თბილისი, იმერეთი და გურია “წითლისკენ” მიდის, რაც მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.

“შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა უკვე, ვინაიდან ჩვენ საქართველოში გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც, როგორც შუქნიშანზე ვაკვირდებით, უკვე წითლის მიმართულებით მიდის აქტიურად.

ეს არის ამ ეტაპისთვის იმერეთი, გურია და სხვათაშორის, თბილისიც, სადაც ყველაზე მეტია მობილობა. დადებითობის კოეფიციენტი არის 2,2, ასევე, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1-ს აღემატება, რაც, რა თქმა უნდა, მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. არ გამორიცხავთ შეზღუდვების დაწესებას”, – თქვა ტიკარაძემ “იმედის დილის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაცაგერში მეწყერი ჩამოწვა – 10 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი