ტიკარაძე – შემდეგ კვირაში გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მომავალ კვირაში საქართველოში ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა. კერძოდ, ტიკარაძის თქმით, მიმდინარე კვირის ბოლოს ჩინეთიდან გამოიგზავნება Sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზა, რომელიც ქვეყანაში მომავალ კვირაში შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას გამართულ ბრიფიგზე ისაუბრა.

“დამატებით ვაქცინებს რაც შეეხება, კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას, რომელიც უნდა გამოიგზავნოს კვირის ბოლოს და შესაბამისად, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინა, რომელიც ასევე აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლის მხირდან”. – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

Sinopharm-ის ვაქცინა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის მიერ, 2020 წელს შეიქმნა. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის, სინოფარმის მიხედვით, კლინიკურ ცდებში ვაქცინა 79%-იან ეფექტიანობას აჩვენებს.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც ექნებათ საშუალება არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა დღეიდან, 30 მარტიდან დაიწო.

30 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში 5 706 ადამიანია აცრილი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 782 პირი აიცრა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ვაქცინა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიკეთონ
შემდეგი სტატიატიკარაძე – ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია არ იქნება სავალდებულო