ტიკარაძე – საზოგადოების მიმღებლობა და სანდოობა ვაქცინაციასთან მიმართებაში იზრდება

“აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. გუშინ ჩვენ გვქონდა რეკორდული მაჩვენებლი – 3 600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო თავისი კუთვნილი ვაქცინის დოზა, რაც, რა თქმა უნდა, არის სასიხარულო. ვაკვირდებით, რომ საზოგადოების მზაობა, მიმღებლობა და სანდოობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში იზრდება, რაც იყო მოსალოდნელი.

მნიშვნელოვანია როგორც სამსახურეობრივი ჩართულობა, ასევე, ბიზნესსექტორის ჩართულობაც, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესში ჩართული თითოეული ადამიანი წარმოადგენს ეპიდსიტუაციისთვის მნიშვნელოვან დასტაბილურების მაჩვნებელს და თითოეული ჩვენი მოქალაქეების სოციალური და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა დღეს გამოიხატება დღესდღეობით სწორედ ნიღბის ტარებაში, სოციალურ დისტანციაში და ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართულობაში” – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი – ჩემთვის გახარია მესამე ძალად არ მოიაზრება, დაბალრეიტინგულია
შემდეგი სტატიაგერმანულმა სასამართლომ კომენდანტის საათის გაუქმებაზე შესული სარჩელი არ დააკმაყოფილა