ტიკარაძე – სავარაუდო მესამე ტალღა, შესაძლოა, იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღას საქართველოს, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა ელოდოს. ამ თემაზე მან კითხვას საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე უპასუხა.

“მაშინ როდესაც მსოფლიო საუბრობს მესამე ტალღაზე, საქართველო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა ამ კომპონენტშიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ და გავითვალისწინოთ ყველა არსებული გამოცდილება, არა მხოლდო მზადყოფნის არამედ მართვის კომპონენტშიც. ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია. ჩვენ მეორე ფაზა გვქონდა შედარებით მოგვიანებით, ვიდრე ევროპას. აქედან გამომდინარე, სავარაუდო მესამე ტალღა, შესაძლოა, იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა საკმაოდ სტაბილური, მძლავრი გუნდი, რომელსაც შეუძლია გამოწვევებს დაუპირისპირდეს
შემდეგი სტატიანოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა