ტიკარაძე – სავალდებულო ვაქცინაციას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები მოჰყვება, რომელიც ვაქცინაციის პროცესს ხელს შეუშლის

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის ჩატარებას არ ეთანხმება, ვინაიდან ამ მიდგომას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები მოჰყვება.

„დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომინიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება, ისევ და ისევ, ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ“, – აცხადებს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინიტრმა მოლქალაქეებს აცრის გაკეთებისა და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მნიშველოვანია,რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციის მარათონი. ამ ეტაპისთვის შერჩეული არის 50 სოფელი, სადაც 3 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს. შემდეგი ეტაპი იქნება შედარებით უფრო მცირე ზომის სოფლებში ამ მარათონის გაგრძელების თვალსაზრისით. მარათონის გარდა ასევე მნიშვნელოვანია გავააქტიუროთ ჩვენი მოქალაქეები, რომებიც 60 წელს ზევით ასაკის არიან. სწორედ მათთან მიმართებით არის ინფიცირების ყველაზე მარალი რისკი, ასევე ჰოსპიტალიზაციის, ჰოსპიტალში რეანიმაციის და შემდეგ ლეტალობის. სწორედ აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქლაქეებს, გადაწყვეტილება საკუთარი ჯანმრთელობის სასარგებლოდ დროულად მიიღონ და დაეხმარონ სახე;მწიფოს ამ მძიმე პერიოდში, როდესაც წინ გვაქვს დასამარცხებელი პანდემია“, – აცხადებს ტიკარაძე.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ოპოზიციის გეგმა მეორე ტურისთვისაც არ შეცვლილა და წარმოადგენს არა არჩევნებისთვის მზადებას, არამედ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირებას
შემდეგი სტატია27 ოქტომბერს ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება