ტიკარაძე – სახელმწიფო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ვაქცინებით მოსახლეობის შეუფერხებლად უზრუნველყოფისთვის

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციაზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის, სამინისტრო კოვიდვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას ზრდის, სადაც პროცესი უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვით წარიმართება.

მინისტრის განმარტებით, უახლოეს მომავალში ვაქცინაციის მხარდამჭერ პროცესებში ახალგაზრდები ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ჩაერთვებიან.

„სახელმწიფო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ვაქცინებით მოსახლეობის შეუფერხებლად უზრუნველყოფისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს „ფაიზერის“ მილიონი დოზის მოწოდების ვადების დაზუსტება. მაისის ბოლომდე ჩვენ დამატებით მივიღებთ „ასტრაზენეკას“ 86 000 დოზას და „სინოვაკის“ 100 000 დოზას. ვაქცინაციაზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის, ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით კოვიდვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას, სადაც პროცესი უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვით წარიმართება. ასევე, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე. სულ მალე, ჩვენი ახალგაზრდები ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ჩაერთვებიან ვაქცინაციის მხარდამჭერ პროცესში. ისინი მოსახლეობას მიაწვდიან სრულ ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ და ყველა მსურველს დაეხმარებიან ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაციაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატები “მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ
შემდეგი სტატიატიკარაძე – ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ არის მომზადებული „კოვიდ-19“-ის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის