ტიკარაძე – „რემდესივირი“ შუამავალ ფირმას არ შემოაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, იყო შემოთავაზებები

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატი „რემდესივირი“ შუამავალ ფირმას არ შემოაქვს და ის სახელმწიფომ პირდაპირ მწარმოებელი ქვეყნიდან შეისყიდა.

აღნიშნულით ტიკარაძემ უპასუხა კითხვას, რატომ არ არის ხელშეკრულების დოკუმენტი ტენდერების საიტზე ატვირთული.

„რემდესივირი“ შუამავალ ფირმას არ შემოაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, იყო შემოთავაზებები შუამავალი ფირმებიდანაც „რემდესივირის“ შემოტანასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ იცით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ხარჯების რაციონალური ხარჯვა და აქედან გამომდინარე, მოხდა სახელმწიფოს პირდაპირი დაკავშირება მწარმოებელ კომპანიასთან და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ამ პრეპარატის შესყიდვა. კერძოდ, თუ რა დოკუმენტაციაც არის ასატვირთი, შეგვიძლია გავასაჯაროვოთ, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხვედავ, რადგან ზუსტად ვიცი, არანაირ დარღვევას აქ ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე – ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად
შემდეგი სტატიაზურა ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს