ტიკარაძე: ქვეყანაში შეზღუდვების გასამკაცრებლად, ამ დროისთვის, ობიექტური მიზეზი არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში შეზღუდვების გასამკაცრებლად, ამ დროისთვის, ობიექტური მიზეზი არ არსებობს.

„ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1,32-ია. ერთი კვირის წინ, ეს მაჩვენებელი იყო 1,72. ვინაიდან ვხედავთ, რომ კოეფიციენტმა დაიწია, ჩნდება მოლოდინი, რომ, აბსოლუტურ რიცხვში, შემდეგი კვირის ბოლოს, დაბალი მაჩვენებლები გვექნება. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს იმისთვის, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს“, – აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირდაპირ უსაფრთხოების პრობლემების შემცველი
შემდეგი სტატია“ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა სააკაშვილს ემუქრება, არის გულის გაჩერების რისკი”