ტიკარაძე – „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში ჩატარდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებს „ფაიზერის“ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ კლინიკებში ექნებათ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება კლინიკების ნაწილში, ხოლო „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია შესაძლებლი იქნება დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში.

„ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია ისეთი რეგიონები, სადაც სამწუხაროდ, კლინიკურ ნაწილთან ხელმისაწვდომობა მოქალაქეებს ნაკლები აქვთ. სწორედ ამ მომენტში, სხვა ფორმატში შევეცდებით და გამოვიყენებთ მასობრივი ვაქცინაციის სივრცით მოწყობას. საქართველოში ერთი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ კი, თბილისში, „ჰუალინგის“ ცენტრში.

მინდა მოქალაქეებისთვის განვმარტო, რომ „ფაიზერის“ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა იქნება მხოლოდ კლინიკებში. ვინაიდან ეს გარკვეული უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია. ასევე, „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაშიც მათ ხელმისაწვდომობა ექნებათ კლინიკების ნაწილში. ხოლო ჩინური ვაქცინებით „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია მათ შეეძლებათ დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ ამ პერიოდისთვის გვაქვს შეჯერებული“, აცხადებს ტიკარაძე.

banner
წინა სტატიაშიხუნდაძე – მოსამართლეების შერჩევის პროცესში ისე ვმოქმედებთ, როგორც სამართლის უზენაესობა მოითხოვს
შემდეგი სტატიათამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა