ტიკარაძე: ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა და მათ, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაქსიმალური ყურადღება ექცევათ.

„ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ყურადღებას რომელი ორსულებიც საჭიროებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ჩართულია ყველა წამყვანი სპეციალისტი. ამ ეტაპისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების მეტი მობილიზაცია და მეტი სოლიდარობა იმ რეგულაციების მიმართ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის მოწოდებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაში“ციანიდის საქმე”- სუს-ი გახმაურებული საქმეების ადვოკატებსაც უსმენდა
შემდეგი სტატია“არ გვეშინია დედამიწის ზურგზე არავისი”: ღუდუშაური სუს-ის ფაილებში წულუკიანის სკანდალურ ჩანაწერებზე