ტიკარაძე: ნუ არის დოგმა, თითქოს მხოლოდ სასუნთქი აპარატია კოვიდ პაციენტის გადამრჩენელი

“ძალიან გთხოვთ, ნუ არის აღებული ეს ასეთ დოგმატურ ერთეულად, რომ თითქოს მხოლოდ სასუნთქი აპარატი არის გადამრჩენელი კოვიდ პაციენტის. არის ძალიან ბევრი კრიტერიუმი, რასაც ჩვენ ვითვალისწინებთ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ დაგაინტერესებთ არის, რომ სასტუმროებში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ჩვენ შევიძინეთ დამატებით ჟანგბადის კონცენტრატორები, გუშინ მოხდა 100 კონცენტრატორის დარიგება საქართველოს მასშტაბით.

1 დეკემბრისთვის ჩვენ ველოდებით დამატებით კიდევ 900 ჟანგბადის კონცენტრატორს, რაც საშუალებას გვაძლევს სასტუმროების ბაზაზე ჩვენ შევძლოთ პაციენტების მეტად უკეთესი მართვა. ”- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაში“დღესდღეობით ჰოსპიტალში განთავსებული გვყავს 5 705 პაციენტი, საიდანაც 1 044 ინტენსიურ, ხოლო 319 რეანიმაციულ საწოლზეა მოთავსებული”
შემდეგი სტატია“ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება, განსაკუთრებით კრიზისში, ეპიდემიაში და ეკონომიკურ კრიზისში ვერ გაჩერდება”