ტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონზე: სახალხო დამცველს გააჩნია თავისი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, იმედი აქვს, რომ ახალი ხელმძღვანელობა ყველა საჭირო მოთხოვნას გააუმჯობესებს.

რაც შეეხება პანსიონში სახალხო დამცველის შესვლას, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ომბუდსმენს ამისთვის შესაბამისი მანდატი აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ის შესაბამისად აღსრულდეს.

“სახალხო დამცველს გააჩნია თავისი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არასდროს არ ყოფილა ხელშეშლა ამ ფაქტთან მიმართებაში. ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ ყველა სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შედის და რა თქმა უნდა, ეს მიმართულება განხორციელდება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში და დარწმუნებული ვართ, ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც დაიცავს ბავშვების უფლებებს”,-განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშივასაძის გეგმები:”ჩვენი საბოლოო მიზანი არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება”
შემდეგი სტატიაკოვიდ-19-ის წინააღმდეგ ახალი წამალი დაავადების მძიმე ფორმებს შველის