ტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონზე: ომბუდსმენის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ მისი ვალდებულებაა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა. როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, სამინისტრო სახალხო დამცველთან ყოველთვის თანამშრომლობს.

რაც შეეხება პანსიონის ახალ ხელმძღვანელობას, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობასთან “პროდუქტიული” თანამშრომლობა აქვს. მისივე თქმით, მათ იმის თქმის საფუძველი არ გააჩნიათ, რომ პანსიონში სიტუაცია გაუარესდება.

“ამ ეტაპისთვის ახალ ხელმძღვანელობასთან ჩვენ ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა გვაქვს. მე ვთვლი, რომ ჩვენ ყველა ადამიანს იმის დრო უნდა მივცეთ, რომ დასკვნები გავაკეთოთ მოგვიანებით, ფაქტების შემდეგ.

ამ ეტაპისთვის ჯანდაცვის სამინისტროს იმის საფუძველი არ გააჩნია, რომ ჩვენ ვივარაუდოთ, რომ რამე გაუარესება მოხდება.

სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს არის მისი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია შეასრულოს თავისი მანდატი და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცველთან”,- თქვა ტიკარაძემ.

სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელს, მეუფე იაკობს შორის შეხვედრა დღეს, 17 ივნისს გაიმართება. 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ 3 მულტიფუნქციური იდეათეკა გაიხსნა
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა