ტიკარაძე: ნებისმიერი სიდიდის ტალღას გავუძლებთ

“ჩვენ ვთვლით, რომ კოვიდის კომპონენტში დღეს სახელმწიფოს გააჩნია სისტემური პასუხი. ანუ მრავალ ფუნქციური, მრავალ დონიანი სისტემური პასუხი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიდიდის ტალღას ჯანდაცვის სექტორი გაუძლებს, თუმცა ეს იმის მიზეზი არ უნდა გახდეს, რომ ჩვენ ყურადღება მოვადუნოთ და ვაქცინაციას არ შევუწყოთ ხელი. გაუძლებს სექტორი, გაუძლებენ ექიმები, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ექიმი არ გაიხდის ხალათს და არ დატოვებს პაციენტს საწოლთან ყურადღების გარეშე. თუმცა, ყველაფერი ექიმებსაც არ შეუძლიათ და ის ლეტალობის მაჩვენებელი, რომელიც რეალურად დრამატულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის და ვთვლი, რომ ვაქცინაცია უნდა გახდეს შემდეგი თვეების და დღეების მთავარი სლოგანი, გამოწვევა და დასაძლევი მიზანი. “- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს ერთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე თქვა.

banner
წინა სტატიაში„მგზავრობაში 130 ლარის შეღავათს გავაკეთებ და ამ ფულს ჩემს შვილს მოვახმარ“ – მარტოხელა დედა
შემდეგი სტატია“ველოდი, ყველა უფრო დამნდობი, პარტნიორული იქნებოდა, მაგრამ ბულინგს არ გვაკლებდნენ”