ტიკარაძე – მზად ვარ, ხელი შევუწყო ჩემი შემცვლელის წარმატებას, მე არ მივდივარ შორს

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე ისევ არ ამბობს, რის გამო მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება. მან დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზადაა, ხელი შეუწყოს ნებისმიერ მის შემცვლელს წარმატებაში.

“მე არ მივდივარ შორს, აქედან გამომდინარე ნებისმიერი ჩემი კოლეგა, რომელიც დაიკავებს ამ ადგილს, მე ვარ მზად გავუზიარო ის გამოცდილება, რომელიც მე მივიღე და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ხელი შევუწყო მის წარმატებას. [წასვლის მიზეზზე] მე ვთვლი, რომ განმარტება იყო საკმარისი ამ ეტაპისთვის დამატებით განმარტებას არ ვგეგმავ”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრის არჩევის წესი იცვლება
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა დაივიწყოს