ტიკარაძე – მოწესრიგდა კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემა და ვადები

მოწესრიგდა კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემა და ვადები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მოქმედმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის განცხადებით, თუ 2019 წლის ბოლოს კლინიკებისადმი დავალიანება 400 მილიონ ლარამდე იყო, 2021 წლის ბოლოს აღნიშნული დავალიანება მინიმუმამდეა შემცირებული და 180 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მისივე თქმით, სწორი მენეჯმენტის შედეგია.

„ჩვენი მიზანია გაუმჯობესდეს მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა, რაც არსებული რესურსების მიზნობრივად, კონკრეტულ საჭიროებებზე გონივრული გადანაწილებით და ჯანდაცვის პროგრამების შეუფერხებელი განხორციელებით მიიღწევა.

უმნიშვნელოვანესია, რომ სამედიცინო მომსახურებაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობისთვის გაიზარდოს დაფინანსება, გაგრძელდეს სატარიფო პოლიტიკის განხორციელება და გატარდეს რიგი რეფორმები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკანონო დაკავებების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დე ფაქტო ცხინვალში
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობა ვაქცინაციის კამპანიაში „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ აქტიურად ჩაერთო