ტიკარაძე: მნიშვნელოვანია შეზღუდვების დაწესება, რადგან მხოლოდ ადამიანების ქცევასა და რეკომენდაციებზე დამოკიდებული ვერ ვიქნებით
სხვა სტატიები
- მელია კობახიძეზე: საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რას ვაპროტესტებთ 1 თვეა
- გიორგი კვირიკაშვილი – რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა ხშირ შემთხვევაში ხალხს აიძულებს, დატოვონ თავიანთი სოფელი და ქვეყანა
- პოლიტიკური კორუფცია – ლევან ხაბეიშვილი სავაჭრო ცენტრ “საბას” ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე
„მნიშვნელოვანია გარკვეულწილად შეზღუდვების დაწესება, რადგან ვერ ვიქნებით დამოკიდებული მხოლოდ ადამიანების ქცევაზე, მოწოდებებსა და რეკომენდაციებზე“, – ამის შესახებ ჯანაცვის მინისტრმა „ქრონიკაში“ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, არც ერთი ქვეყნის რესურსი არ არის ამოუწურავი და მათ შორის არც საქართველოს რესურსი.
„რა თქმა უნდა, ვიზიარებ ჯანაცვის სფეროს წარმომადგენლების აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია გარკვეულწილად შეზღუდვების დაწესება, რადგან ვერ ვიქნებით მხოლოდ დამოკიდებული ადამიანების ქცევაზე, მოწოდებებსა და რეკომენაციებზე.
ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო დამოუკიდებლად მუშაობს ეპიდემიოლოგებთან და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთად, რადგან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნება და სოციალურ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის.
აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, შევძლოთ იმგვარი შეზღუდვების დაწესება, რომელიც უფრო მეტად მიზნობრივი იქნება, რაც მოგვცემს გაცილებით მეტ ეფექტს ვირუსის გავრცელების შეჩერებასთან მიმართებით და ეს არ იქნება ძალიან დიდი დარტყმა ეკონომიკური საქმიანობისთვის და არ აისახება ნეგატიურად ჩვენი საზოგადოების სოციალურ ფონზე“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.