ტიკარაძე – მნიშვნელოვანია, კლინიკების დონეზე პაციენტების მართვა გავაუმჯობესოთ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკურ სექტორთან ღღევანდელ შეხვედრაზე კლინიკებში მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, სასუნთქი აპარატებისა და ჟანგბადით უზრუნველყიფილი საწოლების საკმარისი რაოდენობაა მობილიზებული.

„დღეს ჩვენ პრემიერთნ ერთად გვქონდა შეხვედრა კლინიკურ სექტორთან. ასეთივე შეხვედრა გაიმართა შაბათსაც, რა დროსაც ჩვენ ვისაუბრეთ კლინიკებში მეტად ეფექტურ მენეჯმენტზე. სასუნთქ აპარატზე დამოკიდებული დღესდღეობით ქვეყანაში გვყავს 257 პაციენტი (რიცხვს დავაზუსტებ), ესენი არიან პაციენტები, რომლებსაც სასუნთქი აპარატები ესაჭიროებათ. რამდენადაც მახსოვს, 937 პაციენტია, რომლებიც ჟანგბადდამოკიდებულები არიან. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი. რეალურად, კლინიკებს შეუძლიათ, დანარჩენი პაციენტები გადაანაწილონ კოვიდსასტუმროებში, სადაც გააგრძელებენ მკურნალობას. აქ ჩვენ საქმე გვაქვს მეტად უფრო არაეფექტურ მართვასთან, რასთან დაკავშირებითაც მათთან ერთად კონსულტაციები გავიარეთ. შევჯერდით ამ საკითხებზე და კლინიკები უკვე თავიანთ დონეზე გააუმჯობესებენ მენეჯმენტს, რითაც სასუნთქი აპარატები და ჟანგბადით უზრუნველყიფილი საწოლები იქნება მობილიზებული იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ.

დღეის მდგომარეობით, ჩვენ მობილიზებული გვაქვს 1 040 სასუნთქი აპარატი და 3 400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი. აქედან გამომდინარე, იმ პაციენტების მოცულობით, რამდენიც დღეს გვყავს, ამ კუთხით კოლაფსი არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, გავაუმჯობესოთ კლინიკების დონეზე პაციენტების მართვა. ველოდებით სასუნთქი აპარატების მიღებას, რომლებიც საჭიროების მიხედვით, ყველა კლინიკაში გადანაწილდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: რა ბოდვაა, საკუთარ თანამოქალაქეებს უწყობენ სირცხვილის კორიდორს?
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა